ღამის კლუბი "ხიდი" 3 და 4 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებს და "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს უერთდება. ამის შესახებ განცხადებას კლუბის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
"ქართული ოცნება საკუთარი პოლიტიკური და პირადი ინტერესების განსახორციელებლად მზადაა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეუქმნას და საქართველოს პოლიტიკური კურსი რუსეთისაკენ მიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა განსაკუთრებული სისასტიკით არბევს მშვიდობიან აქციებს, დღეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაში გასვლასა და ხმის ამაღლებაზე გადის.
სწორედ ამიტომ, ვიზიარებთ ჩვენს წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს.
არა რუსულ კანონს!
შევხვდებით რუსთაველზე!" - ნათქვამია განცხადებაში.