მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს

კლუნების ფონდი

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის სამართლიანობის ფონდმა დღეს გამოაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს.

როგორც ფონდის ვებგვერდზეა აღნიშნული, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.

ფონდის ვებგვერდზე ასევე მოცემულია ინფორმაცია მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებების და 38-დღიანი შიმშილობის შესახებ. აღნიშნულია, რომ ამაღლობელს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და გირაოს სამი მოთხოვნა უარყოფილია მხოლოდ პროკურატურის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ წამოყენებული გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამალ კლუნი იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ჟურნალისტ მარია რესას ადვოკატი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის 31 მარტამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები