მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოალიცია "ცვლილებისთვის“ წევრებს, საკუთარ ოფისში, თავს დაესხნენ

ხაბაზი

კოალიცია "ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ოფისში, რომელიც ბესიკის #4 ნომერში მდებარეობს, ე.წ. ტიტუშკები შეიჭრნენ.

კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომელმაც ადგილიდან ლაივი ჩართო, ადგილზე 50-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებმაც სცემეს კოალიციის წევრები. მათ შორის, ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.

მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და ქუჩა ჰქონდა გადაკეტილი, მომხდარზე რეაგირება არ მოახდინა.

ცნობისთვის, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები