მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ

თავდასხმა

ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. შემთხვევაში გრიბოედოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ტვ პირველის ეთერში პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა.

მაკა ჩიხლაძე თავდასხმის შემდეგ გონზეა და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ტვ პირველის გადამღებმა ჯგუფმა კონსერვატორიასთან გადაიღო ნიღბიანი პირები, რომლებიც მოქალაქეებს სცემდნენ და ამ პირებმა გადაღების ფაქტი დააფიქსირეს, ისინი თავს დაესხნენ გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს გასტაცეს კამერა და სასტიკად სცემეს. ტვ პირველის ოპერატორს აღენიშნება ღია ჭრილობა თავის არეში. ადგილზე არ არის საპოლიციო ძალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები