მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მნიშვნელობაზე საუბრობს

62ed31629c807
შოთა ტყეშელაშვილი
05.08.22 19:00
795
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ბიუჯეტის დეფიციტის კლების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების პირობებში როგორც წესი უკეთესია, თუკი აქცენტი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებასა და ფისკალურ კონსოლიდაციაზე გაკეთდება. ამასთანავე, კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრები ეფექტიანად იყოს დახარჯული.

“ყველაზე მთავარია, რომ ის დამატებითი შემოსავლები რაც არის, მათი გამოყენება მოხდეს ეფექტიანად.

სხვა თანაბარ პირობებში, რაც უფრო მეტი კონსოლიდაცია გაკეთდება, მით უკეთესი იქნება სიტუაციისთვის. ეს არის ფინანსთა სამინისტროს გადასაწყვეტი. კონსოლიდაცია ნიშნავს ფისკალური დეფციიტის შემცირებას. სამინისტრო უკეთ ხედავს თუ სად არის უმჯობესი ხარჯების გაწევა, თუნდაც მეტი კაპიტალური დანახარჯის გაკეთება, თუ შესაძლებელია სხვა საჭიროებებიც იდგეს და თუ ფისკალური საჭიროება მას აქვს შესაძლებლობა ეს გააკეთოს.

ეს არის ფინანსთა სამინისტროს გადასაწყვეტი, თუმცა პასუხი არის ის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ფისკალური კონსოლიდაცია უკეთესია,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირებას და ხარჯების გაზრდას გეგმავს.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 19.17 მილიარდი ლარია. ჯერჯერობით, უცნობია რამდენი მილიარდი ლარით შეიძლება გაიზარდოს ბიუჯეტის ზომა. ასევე უცნობია როგორ შეიცვლება ამის ფონზე ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელიც, რომელიც წელს 3.6%-ზე არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები