მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძემ „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

62a31c88d880e
BM.GE
10.06.22 14:25
564
მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები, პოსტპანედმიური რეალობა და რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ეკონომიკურ შედეგები განიხილეს „სამი ზღვის ინიციატივის“ (Three Seas Initiative) ფარგლებში გამართულ ცენტრალური ბანკების კონფერენციაზე, რომელსაც პოლონეთის ეროვნული ბანკი, პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას პატრონაჟით მასპინძლობს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ამ ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიწვიეს. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან ერთად კონფერენციაში უკრაინისა და მოლდოვის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციას ესწრებოდნენ „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკირები და მაღალი რანგის წარმომადგენლები.

"სამი ზღვის ინიციატივა" აერთიანებს ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას - ავსტრიას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ესტონეთს, უნგრეთს ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს სლოვაკეთსა და სლოვენიას. ინიციატივა, რომელიც ხორვატიამ და პოლონეთმა 2015 წელს წამოიწყეს, მიზნად ისახავს ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის ფიზიკური და ციფრული კავშირების გაღრმავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები