მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, კობა გვენეტაძე პირველ კომენტარს აკეთებს

63fc8aede06ab
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.23 14:49
1193
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. შეგახსენებთ, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. BMG-ის კითხვაზე თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის მიღებას, გვენეტაძე მიიჩნევს რომ ეს ცვლილება დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ამასთან გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საპარლამენტო განხილვის პერიოდშივე წარადგინა.

"ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხებთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვმუშაობთ. დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გვინდოდა შეგვეხედა როგორ პასუხობს ის მოდელი იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ განხილვები ამასთან დაკავშირებით უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო და ჩვეულებრივ რეჟიმში მომხდარიყო. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ პარლამენტს, საკმაოდ ვრცელ და მკაფიო განმარტებაში.

ამ წუთში რისკებზე ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ცვლილების მიღება მოხდება, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს კომენტარებს, ეს საკმაოდ კარგად გადმოვეცით,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

უფრო ვრცლად, კანონპროექტის და პრეზიდენტის ვეტოს შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები