მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვისურვებდი, სებ-ის ახალ პრეზიდენტს საბაზრო უხილავი ხელის მეტი რწმენა ჰქონდეს”- გაჩეჩილაძე

63d7b1bc7fe90
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 16:01
1236
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა "Forbes კვირის" ეთერში 2022 წლის შედეგებისა და 2023 წლის მოლოდინების შესახებ ისაუბრა. გაჩეჩილაძემ ასევე ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, სებ-ის პრეზიდენტს უფრო მეტად უნდა ჰქონდეს საბაზრო უხილავი ხელის გავლენის რწმენა.

- როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის ნაწილმაც იმედია გადაიარა და ალბათ სიურპრიზები მომავალშიც იქნება.

ჩვენი რეგულატორია ეროვნული ბანკი და აქედან გამომდინარე მე უბრალოდ შეიძლება სურვილებზე ვისაუბრო. ვისურვებდი, რომ ახალ პრეზიდენტს საბაზრო უხილავი ხელის გავლენის მეტი რწმენა ჰქონდეს”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს გასული 7 წლის განმავლობაში იკავებდა. მას უფლებამოსილების ვადა 2023 წლის თებერვალში ეწურება. უცნობია თუ ვინ იქნება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი.

კანონმდებლობის მიხედვით, სებ-ის პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ირჩევს. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი უნდა იყოს. ჯერჯერობით უცნობია ახალი პრეზიდენტი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის წევრი იქნება თუ ის ჯერჯერობით სებ-ის საბჭოში არ იკავებს პოზიციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები