მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კობა გვენეტაძე და არჩილ მესტვირიშვილი მაღალი დონის პროფესიონალები არიან" - პაატა კვიჟინაძე

64ba4a88d7b3f
გიგა ბენია
21.07.23 14:42
977
სტატიაში საუბარია:
"კობა გვენეტაძე და არჩილ მესტვირიშვილი მაღალი დონის პროფესიონალები არიან”, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. პაატა კვიჟინაძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ კობა გვენეტაძის პრეზიდენტობის დროს ეროვნული ბანკი ეფექტიანად მუშაობდა.

“კობა გვენეტაძეც და არჩილიც [მესტვირიშვილი] მაღალი დონის პროფესიონალები არიან. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია, მაგრამ ეროვნული ბანკი კარგად მუშაობდა. იგივე სავალუტო ფონდმა და სხვებმაც მითხრეს, რომ შედეგი, რაც საქართველომ დადო, [ეკონომიკური ზრდა] მთავრობასთან ერთად, ბანკის დამსახურებაც არის, რეგიონში არ არის და იშვიათად თუ მოიძებნება მსოფლიოშიო”, - აღნიშნავს პაატა კვიჟინაძე.

დეპუტატის თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრებით, საქართველო მსოფლიოში მოწინავეა და რიგ საკითხებში ევროკავშირის 22 ქვეყანას უსწრებს.

“ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა უცებ აყვავდეს, მაგრამ გადახედეთ, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ დონეს ეკონომიკური ზრდით 2019 წლის მაჩვენებელს ვერ მიაღწია, უმეტეს ქვეყნებს ბიუჯეტის დეფიციტში გარღვევა აქვს. მხოლოდ 5 ქვეყანაა ევროკავშირში ჩვენზე წინ, რომელსაც ასეთი დაბალი სახელმწიფო ვალი აქვს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ეროვნულმა ბანკმა ცუდად იმუშავა, არასწორი იქნება”, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა, ის სებ-ის პრეზიდენტი 2016 წელს გახდა. კობა გვენეტაძის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა. ის ამ მოვალეობას 22 ივნისამდე ასრულებდა. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული "ეროვნული ბანკის შესახებ კანონის" შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები