ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო სამ ფაქტორს ასახელებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბლიც-კითხვების პასუხად განაცხადა.
- რა სჭირდება საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის?
- შეიძლება, ჩემი პასუხი ზოგადი მოგეჩვენოთ, მაგრამ მაკროეკონომისტი ვარ და ასე მჯერა. ზოგადად, ვფიქრობ, ორი რამეა საჭირო სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის - აქედან ერთი ფაქტორი არის ისეთი, რომელსაც ქვეყანა აკონტროლებს, მეორეს კი - ვერ. ესენია: სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და კარგი ბიზნესგარემო. ეს ორი ერთად იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. ამას, რა თქმა უნდა, პოპულარიზაცია სჭირდება. ამას სჭირდება როუდ-შოუები, ქვეყნის შესაძლებლობების გარეთ გატანა და იმაზე საუბარი, რომ ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ასე ვაკეთებთ და მობრძანდით და ინვესტირება გააკეთეთ... რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რომელიც ჩვენ ხელში არ არის - ესაა გეოპოლიტიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, ამაზე პასუხი მე არ მაქვს, მაგრამ ეს არის ის, რაც რეგიონის რისკპრემიუმს აუარესებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც პრობლემა არის და ეს თუ გადაიჭრება, უკეთესი იქნება.
- როგორ ფიქრობთ, დღეს ევროკაშირს ვუახლოვდებით?
- ვფიქრობ, რომ ევროკავშირში აუცილებლად ვიქნებით.
- რას უნდა დაესვას წერტილი ამ ქვეყანაში?
- წერტილი უნდა დაესვას წუწუნს და უნდა გაგრძელდეს საქმის კეთება.