მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედია, სებ-ის ახალი პრეზიდენტის მოსვლას ვერ ვიგრძნობთ, ეს კარგი იქნებოდა“ - გია პეტრიაშვილი

6401ef7ad8b3f
თელარა გელანტია
03.03.23 19:00
877
სტატიაში საუბარია:
„იმედია, სებ-ის ახალი პრეზიდენტის მოსვლას ვერ ვიგრძნობთ, ეს იქნებოდა კარგი“ - ასე უპასუხა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ გენერალურმა დირექტორმა გია პეტრიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - „როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი?“

„ჩემი აზრით, ინსტიტუცია მაშინ მუშაობს კარგად, როცა მისი პირველი პირის ცვლილება პრაქტიკულად არ ეტყობა ინსტიტუციას; როცა ერთი ადამიანის წასვლა და მეორეს მოსვლა იწვევს მთლიანად პოლიტიკის და ძირითადი მიმართულების შეცვლას - ეს არის ის, რაც ეჭვებს ბადებს.

მე იმედს გამოვთქვამ, ახალი პრეზიდენტის მოსვლას ბაზრის მონაწილეების ვერ ვიგრძნობთ, ეს იქნებოდა კარგი და გაგრძელდებოდა ის მთავარი მიმართულებები, რასაც 7 წელია ეროვნული ბანკთან ერთად მივდევთ; დასანანი იქნება, თუ ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ეს ყველაფერი იყო მცდარი“, - თქვა გია პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება კობა გვენეტაძის საქმიანობას, „ემბისის“ გენერალურმა დირექტორმა „რევოლუციური“ უწოდა იმ რეფორმებს, რომლებიც სებ-ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის პერიოდში გატარდა - ამ მხრივ, მან გამოყო პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების წესი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, შემოღებული რეგულაციები, ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები და ა.შ.

„შეუძლებელია, ბაზრის რომელიმე მონაწილემ, რამდენადაც რთული არ უნდა ყოფილიყო ამ ნაბიჯებისთვის ფეხის აწყობა, თქვას, რომ ეს ყველაფერი არ იყო სწორი, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, ნებისმიერ რეფორმას შეიძლება ახლდეს ხარვეზები, თანმდევი მოვლენები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ რეფორმირების მიზნობრიობა. მთავარია, ხარვეზები გასწორდეს ბიზნესთან უკუკავშირის გზით და მე ვერ ვიტყვი, რომ ასეთი კომუნიკაცია არ არსებობს - სებ-ში ხშირია შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები