მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახალ ელჩებს შეხვდა

ლევან დიასამიძე
03.07.25 11:58
697

ირაკლი კობახიძე იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.

ცნობისთვის, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა. ყაზახეთის რესპუბლიკაში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა.

თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში.

ლევან დიასამიძე კი 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები