„კრედიტ სუისის“ საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „კრედი სუისის“ საქმეზე იყო თავის მართლებები, რომ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ყველაფერი გამოჩნდა.
„კრედიტ სუისს“ რაც შეეხება, გახსოვთ ერთგვარი თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ჰქონდა „კრედიტ სუისის“ საქმეს, თუმცა დღეს ყველაფერი გამოჩნდა რაშიც არის საქმე. „კრედიტ სუისის“ საქმე ჩვენი აღქმით იყო პოლიტიკური და პოლიტიზებული, მას ჰქონდა თავიდანვე ჯერ კიდევ 2008 წელს პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს თავის დასკვნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, OFAC-ის თანახმად, ივანიშვილის სანქიცრების შემდეგ, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს.
2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.




























