მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე თქმით, ქონებრივი დეკლარაციები, რომელიც 6 თვეზე მეტია არ ქვეყნდება, სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს

კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქონებრივი დეკლარაციები, რომელიც 6 თვეზე მეტია არ ქვეყნდება, სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. ამის შესახებ მან bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. მეც შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს. მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, იმის მიუხედავად, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს და ეს პრაქტიკა ყველა ხელისუფლების პირობებში უცვლელი იყო, 2024 წლის დეკემბრიდან ბიურო ამ ფუნქციას არ ასრულებს - ვებსაიტზე მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია. ამის ოფიციალური მიზეზია „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც 6 თვეა ვერ აღმოიფხვრა. ამას გარდა, bm.ge-მ კონკრეტული თანამდებობის პირების დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროდან არაერთხელ გამოითხოვა, თუმცა პასუხი არც ერთხელ არ მიგვიღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები