მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძემ დაზვერვის გენერალ-მაიორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დაზვერვა მაიორი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლომიძის შემცვლელი ჯერ დანიშნული არ არის.

შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსად 2021 წლის აპრილში, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. მანამდე, 2020 წლის იანვრის ბოლოდან, რაც ლევან იზორიამ თანამდებობა დატოვა, შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2014-2020 წლებში ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. 2005-2012 წლებში შალვა ლომიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები