"კობახიძემ ყველა დიპლომატიური წესი დაარღვია" - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "რეაქციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტზე კომენტირებისას თქვა.
პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ვიზიტზე, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე, რომელ ქვეყანაშიც ხარ და ირაკლი კობახიძემ გერმანულად ისაუბრა.
"ჩემ პირველ ვიზიტზე მაკრონმა ქართულად მომისმინა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ოლაფ შოლცის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ უცხოელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მთავრობას პირდაპირ უთხრა, რომ რუსული კანონი შორსაა ევროპულისგან.
შოლცმა თქვა, რომ არ შეიძლება ამის (რუსული კანონის) დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი. კობახიძეზე უნდა ითქვას, რომ სრულიად დაარღვია ყველა დიპლომატიური წესი. შენ როცა ხარ ოფიციალურ ვიზიტზე, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. ჩემ პირველ ვიზიტზე მაკრონმა ქართულად მომისმინა. ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ იქით-აქეთ სიარულს დაიწყებენ.
არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია. ეს არის მხოლოდ საწყისი იმისი, რასაც ამ პერიოდში გაგვიმეორებენ. ეს კანონი არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მარტო ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ კორიანტელს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს ეს ევროპული კანდიდატურა. კანონი საარჩევნო კოდექსზე და ცესკოზე. ესენი პირდაპირ ვენეციის კომისიის და რეკომენდაციების საწინააღმდეგოა, თუნდაც მოსამართლეების შემოწმებაზე პროცედურების არ დაწყება. როცა შენ გინდა გამჭვირვალეობა. კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ გამჭვირვალეობა გინდა, გყავდეს გამჭვირვალე მოსამართლეები"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.