მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის განცხადებით, 2019 წლის ივნისში გახარია შს მინისტრის პოსტზე ე.წ. Deep State-ის ზარის გამო დატოვეს

ივანიშვილი გახარია

დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებები შეეხებოდა არა “გლობალური ომის პარტიას”, არამედ ე.წ. Deep State-ს, რომელიც ასევე მითოლოგიური ორგანიზაციაა. მისი თქმით, 2019 წლის ივნისის ბოლოს, პარტია "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას გეგმავდა, თუმცა მათ სწორედ Deep State-ის ზარი მიიღეს, რის გამოც გახარია პოსტზე დატოვეს, შემდეგ კი პრემიერობამდეც დააწინაურეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროს “ქართული ოცნების” დეპუტატები გახარიას სრულად უჭერდნენ მხარს და მას სუპერძალოვან მინისტრს უწოდებდნენ.

“2019 წლის ივნისის ბოლოს უკვე გადაწყვეტილი იყო, მიგვაჩნდა, რომ მიზანშეწონილი იყო გიორგი გახარიას გათავისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და ასევე გუნდისთვის, მეც ვიზიარებდი ამ მოთხოვნას და გუნდის არაერთი წევრი მოითხოვდა. თუმცა, როგორც კი ეს გადაწყდა, 15 წუთი ითხოვა მოსაფიქრებლად გახარიამ, იმ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი Deep State-დან. მერე გაგრძელდა ეს პროცესები", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან მაშინ კომპრომისი იყო. ბოლო ოთხი წელია კი "ოცნება" კომპრომისზე აღარ მიდის, - "ამაზე არის გამწარებული ეს ხალხი", - დასძინა მან.

ცნობისთვის, დღესვე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენებს გადასცემენ, რადგან ქვეყანა “შანტაჟს” აღარ ექვემდებარება და ისინი Deep State-ის მიმართ კომპრომისებზე აღარ მიდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები