პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მცხეთის ხიდის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
„მცხეთის ხიდს რაც შეეხება, აქტიურად გრძელდება სამუშაოები და წლის ბოლომდე დასრულდება მშენებლობა. [მცხეთის] იუსტიციის სახლს რაც შეეხება, დარჩენილია იუნესკოს დასკვნა და ამის შემდეგ უკვე შეიძლება დასრულდეს ეს პროექტი. მუზეუმის გახსნისთვის კი აქტიურად წარიმართება შესაბამისი სამუშაოები და შესაძლოა, ეს პროცესი სექტემბერში დასრულდეს. პირველ სკოლას რაც შეეხება, მუშაობა აქტიურად გრძელდება. ყველა ამ საკითხზე გვექნება პროგრესი და სათანადო ვადებში დასრულდება შესაბამისი პროექტები“, - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ხიდის მშენებლობაზე ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა. მას შემდეგ ხიდის რეაბილიტაციის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაიდო.