მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის გუნდის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში;

მეათე მოწვევის პარლამენტში ბოლო საგაზაფხულო სესია მთავრობის წევრების პროგრამების წარდგენით დაიწყო. ვიდრე დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ, ირაკლი კობახიძის გუნდის წევრები მინისტრთა კაბინეტიდან თანაგუნდელებს საკანონმდებლო ორგანოში პროგრამის “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“მთავარ გზავნილებს გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ისმენდნენ. ნაკლები სიახლეები და უცვლელი სახეები - კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობისგან კრიტიკა როგორც მოსალოდნელი იყო ფაქტობრივად უკვე წლების განმავლობაში მოქმედ მინისტრებთან ნაკლებად ისმოდა, კითხვები ოპოზიციიდანაც მწირი იყო. სტაჟიანი მინისტრები პორტფელის ხელახალი ნდობის რეჟიმში მისაღებად უმეტესად უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ან არაერთხელ მიმოხილულ თემატიკაზე აკეთებდნენ აქცენტს.