მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძის მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-სა და ეკა გიგაურთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა

ანტიკორუფციული ბიურო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ და მის ხელმძღვანელ ეკა გიგაურთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

საქმე ის არის, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

„ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალადებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, - განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.

მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, TI-ზე თავის გადაწყვეტილებას გადახედოს - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები