ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს - ასე შეაფასა "ოცნების" პრემიერმა მისი პარტიის მიერ ინიცირებული და დაჩქარებული წესით მიღებული შემზღუდავი კანონმდებლობა.
„ეს არის, სინამდვილეში „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,“- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიის დაწყების შემდეგ, "ოცნების" პარლამენტმა უკვე მიიღო მანიფესტაციის შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, საჯარო მოხელეების. მომავალ სასესიო კვირაში კი, მედიის და NGO სექტორის შემზღუდავი ნორმების ინცირებაა დაანონსებული.