მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძის თქმით, კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სახელმწიფო საწარმოებშსა და სსიპებ-შიც უნდა დაიწყოს

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგება

„რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განხორციელდა ოპტიმიზაცია და შეიცვალა ხელმძღვანელობა. ოპტიმიზაცია განსაკუთრებით რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოების ნაწილში გატარდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზაში 36 მილიონი ლარი დაიზოგება, ხოლო ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში – 16,5 მილიონი ლარი.

„ეს პროცესი უკვე მისცემს საქართველოს რკინიგზას 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიის საშუალებას. რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, სახელმწიფოს საწარმოებს, მათ შორის ელექტროსისტემას, საქრუსენერგოს, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას და სხვა, აქაც მინიმუმ 16,5 მილიონი ლარის ეკონომია იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის პროცესი არ შეჩერდება ამ სფეროებით და სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც გაგრძელდება. „ამ პროცესის შედეგად სახელმწიფოს დაახლოებით 52,5 მილიონი ლარის დამატებითი რესურსი გამოუჩნდა, რაც ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კობახიძემ.

ისიც აღინიშნა, რომ შპს-ებსა და სსიპ-ებში ასევე არსებობს პოტენციალი მსხვილი ოპტიმიზაციისთვის, და შესაძლოა, ოპტიმიზაციის შედეგად წლიური ეკონომია 100 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს.

„ეს იყო უსიტყვოდ აუცილებელი ნაბიჯი, და ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“, – დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები