მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობი–გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის რამდენიმე საათში აღდგება - გზების დეპარტამენტი

კობი-გუდაური

გზების დეპარტამენტის განცხადებით, კობი–გუდაურის მონაკვეთი, რომელიც ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო გუშინ ჩაიკეტა, რამდენიმე საათში ეტაპობრივად გაიხსნება. ამის შესახებ უწყებაში BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის აღდგება, ხოლო სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილების განახლებაზე ჯერჯერობით კონკრეტული დრო არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კობი–გუდაურის მონაკვეთზე სატრანსპორტო კოლაფსია შექმნილი და ათობით ადამიანი უკვე მეორე ღამეს ავტომობილებში ატარებს. მაგისტრალი ზვავსაშიშროების მაღალი რისკის გამო გუშინ ჩაიკეტა.

ადგილზე დარჩენილი მოქალაქეები "ტვ პირველთან" ინტერვიუში აცხადებენ, რომ საწვავისა და საკვების მარაგები ეწურებათ და დახმარებას ითხოვენ.

სწორედ აღნიშნულ საკითხზე BM.GE-მ თავდაპირველად გზების დეპარტამენტს განმარტებისთვის მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ კობი–გუდაურის მონაკვეთზე ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული იყო ზვავსაშიშროების რეჟიმი, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხორციელდებოდა. რაც შეეხება მგზავრების დახმარებას, დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ეს მუნიციპალიტეტის მერიის პრეროგატივა იყო. ყაზბეგის მერიაში კი განგვიცხადეს, რომ დახმარების თხოვნით მათთვის არავის მიუმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები