ტურიზმი დიდი ხანია აღარ ნიშნავს მხოლოდ ღამისთევას. დღეს მოგზაურები დაეძებენ გემოებს, ტრადიციებსა და ნამდვილ, ოჯახურ სითბოს. გასტრო-ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა და საქართველო ამ კუთხით მართლაც გამორჩეულია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია „კოჭბაანის სახლი“ - გასტრონომიული სივრცე, სადაც თითოეული სტუმარი თავს გრძნობს, როგორც ოჯახში და სადაც საქართველოს კულტურისა და სტუმარმასპინძლობის მთავარი ღირებულებები იდეალურადაა ერთმანეთთან შერწყმული. ეს არის ბიზნესმოდელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა უბრალოდ კვებას, არამედ კულინარიულ მოგზაურობას. რა სერვისებს სთავაზობს „კოჭბაანის სახლი“ დამსვენებლებს, როგორი ფინანსური და ტურისტული შედეგებით დახურეს 2025 წელი და რა გასტრონომიული სიახლეებით ხვდებიან ზაფხულს?
სტუმარი: ანნა ზაალიშვილი - “კოჭბაანის სახლი”, დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად


































