მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოჭლამაზიშვილი ამბობს, რომ „რუსული კანონის“ გამო უკვე არსებობს გამოწვევები, რაც ბენეფიციარებზე ნეგატიურად აისახება

ფერმერთა ასოციაცია

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზიშვილი ამბობს, რომ „რუსული კანონის“ გამო უკვე არსებობს გამოწვევები, რაც ბენეფიციარებზე ნეგატიურად აისახება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სექტორი მოლოდინის რეჟიმშია.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ. კანონს ვეწინააღმდეგებით და ჩვენი არგუმენტები არაერთხელ გვითქვამს. თუ არ იქნება დაფინანსება დონორების მხრიდან, ჩვენნაირი ორგანიზაციები არ იქნება და ეს ნიშნავს, რომ ფერმერების ინტერესებს ვერავინ დაიცავს; უკვე ბევრი გამოწვევაა და გვაქვს შეფერხება გაურკვევლობიდან გამომდინარე.

ჩვენი ვცდილობთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვიტანოთ, ვცდილობთ, საპილოტე პროექტები დავნერგოთ, რომლითაც ვეხმარებით ფერმერებს, რომ გადაიღონ და დანერგონ სტანდარტები, თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები შეიტანონ, რომ გაზარდონ თავიანთი ცოდნა, ხარისხი და სტანდარტები დააკმაყოფილონ. თუ არ იქნება დაფინანსება, ბევრი ჩვენი ბენეფიციარისთვის შესაძლებლობები აღარ იქნება“, - განაცხადა რატი კოჭლამაზიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები