მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოდას" შემოსავალი გაიზარდა

კოდა კვერცხი
02.12.23 23:00
2304

საქართველოში კვერცხისა და ქათმის ხორცის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა "პოულტრი ჯორჯიამ" 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის ჯამური შემოსავალი 3.5 მილიონი ლარით, 38.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თუმცა, გაყიდვების ზრდის მიუხედავად, კომპანიას სხვა ხარჯები გაეზარდა, რის გამოც მისი წმინდა მოგება 3.2 მილიონი ლარიდან 0.9 მილიონ ლარამდე შემცირდა.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, "პოულტრი ჯორჯიას", იგივე "კოდას" შემოსავლის 60% თბილისის ბაზრიდან გენერირდება, ხოლო დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. ამასთან, კომპანიას საქართველოში კვერცხის რეალიზაციის ბაზრის 25-30% მოდის.

"კვერცხის წარმოების წლიური საწარმოო სიმძლავრეა 110–115 მილიონი სუფრის კვერცხი. დღეისათვის ათვისებულია საწარმოო სიმძლავრის 80-85%. კვერცხის დახარისხება ხდება წონის მიხედვით, 10 გრამის შუალედით. ზაფხულის პერიოდში პროდუქციის შესანახად გამოიყენება 3,600,000 ცალ კვერცხზე გათვლილი საწყობი მაცივარი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის კომპიუტიზირებული სისტემით. პროდუქცია მთლიანად იყიდება საქართველოს ბაზარზე.

კომპანია თავისი პროდუქციის რეალიზაციას თბილისში ახდენს საკუთარი დისტრიბუციის სამსახურის, ხოლო რეგიონებში ექსკლუზიური დისტრიბუტორების საშუალებით. სადისტრიბუციო სამსახური შედგება 22 ეკიპაჟისაგან. შპს პოულტრი ჯორჯიაში დასაქმებულთა რაოდენობა, მიმდინარე პერიოდსთვის, შეადგენს 270 კაცს,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

"კოდას" ქარხანა ლილოს დასახლებაში, მეფრინველეთა ქუჩაზე მდებარეობს. 2022 და 2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფის ბენეფიციარი მესაკუთრე იყო სააქციო საზოგადოება "პოულტრი ენტერპრაიზის", რომელიც კვიპროსში არის რეგისტრირებული.

კომპანიის აქტივები 25.8 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები