„კუმისის“ დირექტორის გოგიტა მაისურაძის განცხადებით, კადრების დეფიციტის პრობლემა მათ ინდუსტრიაშიც ნარჩუნდება. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, განსაკუთრებული დეფიციტი შუა რგოლშია.
„სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობაში მოამზადებენ დაბალი საფეხურის კადრებს. ეს მოსაწონი გეგმაა. თუმცა ის შედეგებს ალბათ 5-10 წლის შემდეგ მოიტანს. დღეს კი სერიოზული დეფიციტია.
უმეტესად ეს კადრები უცხოეთში გარბიან, განსაკუთრებით პოპულარულია პოლონეთი, გერმანია და ა.შ. იქ ურჩევნიათ წასვლა. მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად მაინც ვახერხებთ შენარჩუნებას. თუმცა, ცუდია, როდესაც ადამიანებს მოვიყვანთ, ენერგიას დავხარჯავთ, რათა მათ ვასწავლოთ და შემდეგ მიდიან“, - აღნიშნა „კუმისის“ დირექტორმა.
ცნობისთვის, „კუმისი“ მუდმივად 200 ადამიანს ასაქმებს. პერიოდულად კი საჭიროებისამებრ 20-25 ადამიანს იმატებს. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში მდებარეობს. გასულ წელს კომპანიამ 85 მლნ კვერცხი აწარმოვა.