მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kohi.ge ახალ საამქროს აამოქმედებს

61f234e3346c0
მარიამ იზორია
28.01.22 10:33
1275
თებერვლიდან kohi.ge-ს ახალი საამქრო ამოქმედდება. საწარმო ამ ეტაპზე ტექნიკური გადაიარაღების პროცესს გადის.

როგორც bm.ge-ს kohi.ge-ს დირექტორმა ლევან ფირცხალავამ განუცხადა, კომპანია 2022 წლის გაზაფხულისთვის ექსპორტისთვისაც მზად იქნება.

„ამ დროისთვის საამქროს ტექნიკური გადაიარაღება მიმდინარეობს და თებერვლიდან ჩვენს მომხმარებელს უკვე გაუმჯობესებულ პროდუქციას შევთავაზებთ. აღმოსავლეთ ევროპის ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა ექსპორტის ზრდა პირდაპირ კავშირშია საწარმოო პროცესისა და მენეჯმენტის ეფექტიანობის ზრდასთან.

2022 წლიდან ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ კომპანიის მიერ აშენებული სახლები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ბაზრების სტანდარტების შესაფერისი იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტანდარტი, რის მიხედვითაც, ხის სახლების კონსტრუქციის გამძლეობა და ხარისხი შეფასდება, ამიტომ ჩვენი კომპანია ავითარებს საკუთარ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კანადური ხის სახლების მშენებლობის სტანდარტების მიხედვით იქნება შემუშავებული”, - ამბობს Kohi.ge-ს დირექტორი.

რაც შეეხება ფასებს, ამ ეტაპზე 1 კვადრატული მეტრი დასრულებული ხის სახლის ღირებულება 1 000 ლარიდან იწყება. საბოლოო ფასი გამოყენებულ მასალებსა და პროექტის სპეციფიკაციაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები