რა ზრდის ეკონომიკას? და რისი და ვისი წვლილია ამ ზრდაში? - უფრო დეტალურად ჩაშლილი და შეფასებული რომ უნდა იყოს და ზრდაში მონაწილე გადასახადის გადამხდელი კომპანიების თუ მოქალაქეების წვლილი დაფასებული, ეს ერთ-ერთი საკითხი იყო რაზეც ბიმეჯის მთავარმა რედაქტორმა თელარა გელანტიამ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ინტერვიუსას ისაუბრა. ერთ წელიწადში 120 მილიონზე მეტი გადახდილი გადასახადი - ეს მხოლოდ 2 კომპანიისგან, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას და მაკდონალდს საქართველოს საბიუჯეტო შენატანებია.