მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” ბათუმში სადისტრიბუციო ჰაბი გახსნა

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” საკუთარ რეგიონულ ფილიალებში ოპერირების ახალი სტანდარტი დანერგა. პირველ ეტაპზე, ახალი სადისტრიბუციო ჰაბი ბათუმში შეიქმნა, სადაც პროდუქციის კატეგორიების მიხედვით დახარისხების ახალი სტანდარტები დაინერგება, რაც კომპანიას დანახარჯების მართვის ეფექტიანად გადანაწილების საშუალებას მისცემს. როგორც “კოკა-კოლაში” ამბობენ, კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვა რეგიონალური სადისტრიბუციო ცენტრები, სწორედ ბათუმის მაგალითზე გადახალისდება.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” ამბობენ, რომ მართებული საკადრო პოლიტიკა, თანამშრომლებისთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამები, “კოკა-კოლას” სტანდარტებით გათვალისწინებული სამუშაო უნარ-ჩვევების გამოყენებითა და კომპანიის ტექნიკური გადაიარაღებით, “კოკა-კოლის” თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემო იქმნება.

ამასთან, “კოკა-კოლის” ახალ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რომელიც დასაწყობების მეთოდების დახვეწით მიიღწევა, რაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, ეხება არამხოლოდ ფიზიკურ გარემოს, არამედ პროგრამებს და თანამშრომელთა განვითარების პერსპექტივას.