მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა" საქართველოში 31 წლის გახდა

კოკა-კოლა საქართველო

"კოკა-კოლა" საქართველოში 31 წლის გახდა. ზუსტად 31 წლის წინ, 1993 წლის 30 ივნისს, საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა ტრანსნაციონალური ბრენდი “კოკა-კოლა”. მაშინ, ეს საერთაშორისო ბრენდის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა, დღეს საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს ყოველწლიურად ასაჯაროებს. ამჟამად ბოლო გამოქვეყნებული ანგარიში 2022 წელს მოიცავს.

კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული - 396 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს გაყიდვებმა 284 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს Coca-Cola Bottlers Georgia-ს ჰქონდა 52,6 მილიონი ლარის წმინდა მოგება, რაც 21,6 მილიონი ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.

ბოლო მონაცემებით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქტივების ჯამური ღირებულება 328 მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ინფორმაციით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „მაკდონალდს საქართველო“ 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში, გადასახადების სახით, დაახლოებით, 121 მილიონი ლარი შეიტანეს. ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

თემურ ჭყონია: „კოკა-კოლამ“ და „მაკდონალდსმა“ 2023 წელს ბიუჯეტში ₾121 მლნ შეიტანეს

„2023 წლის შედეგები ჯერ სრულად არ დაგვიჯამებია, მაგრამ ვფიქრობ, ბიუჯეტში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ საგადასახადო შენატანი, დაახლოებით, 88.5 მლნ ლარი იქნება, ხოლო „მაკდონალდს საქართველოსი“ - ₾32,5 მილიონი“, - თქვა თემურ ჭყონიამ.

„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ - თემურ ჭყონია

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებ

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს – კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება. ამასთან, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმლის აზერბაიჯანსა და სომხეთში.

2020 წლიდან კომპანიის ყველა საწარმოო ხაზი ნატახტარში მდებარე ახალ საწარმოში გადავიდა, რისთვისაც კომპანიამ გერმანიის საინვესტიციო კორპორაციისგან (DEG), 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.

კომპანია საქართველოში პროდუქციას აწარმოებს The Coca-Cola Company („TCCC“), Coca-Cola Export Corporation და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმის პირობებისა და სხვა შეთანხმებების გათვალისწინებით. კომპანიის ძირითადი ბრენდებია Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola უშაქრო, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn and Fuse Tea.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები