კომპანია "კოკა-კოლას" გათამაშების მეორე ეტაპი 26 მაისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდება. გათამაშების მეორე ეტაპზე გამარჯვებულები მიიღებენ საგზურს ორი ადამიანისთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალზე, ისევე როგორც ბევრ სხვა პრიზს.
გათამაშების შემდეგ ნაწილში, ევროპის ჩემპიონატის ფინალზე საგზურთან ერთად, ასევე თამაშდება: playstation 5 და playstation vr2, samsung Qled ტელევიზორი, ipad pro 11 და ასევე, iphone 15 promax და airpods.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ყოველი სასაჩუქრე ნაკრები დაკომპლექტებულია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარებით და "კოკა-კოლა"-ს საკოლექციო გამოშვების შეკვრით.
გათამაშების წესები იგივეა და არ იცვლება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 18 ივნისს, 17:30 წუთზე.