მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოკისპირული წვიმის და ქვის ცვენის გამო დიზი-ლახამურას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

632b6336b1965
BM.GE
21.09.22 23:15
1943
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიზი-ლახამურას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, მოძრაობა 22 სექტემბრის 09:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის, აიკრძალა. 

"კოკისპირული წვიმის და გაძლიერებული ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამურას) მონაკვეთზე, 2022 წლის 22 სექტემბრის 09:00სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები