მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოკიტოს“ წარმოებული სათამაშოები გერმანიაში იყიდება

63d3b81d58fd3
თინათინ ნატმელაძე
28.01.23 23:52
1038
სათამაშოების ადგილობრივმა წარმოება „კოკიტომ“ პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში გაიტანა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა მარიკა გრიგოლიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ 2023 წლის მთავარი გეგმაც ექსპორტის გაფართოებაა.

„ჩვენთვის 2022 წელი ძალიან საინტერესო იყო კომპანიის განვითარებისთვის. წლის დასაწყისში, USAID-ისა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დახმარებით, ნიუმბერგის საერთაშორისო გამოფენაზე ვიმყოფებოდით, სადაც პოტენციური მყიდველები გავიცანით. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთანაც იყვნენ ჩამოსული, დაათვალიერეს ჩვენი საწარმო და ამის შემდეგ კონტრაქტი გააფორმეს - 500 ცალი სათამაშო ცხენი დაგვიკვეთეს.

მას შემდეგ, რაც პროდუქცია გავგზავნეთ და იქ გაყიდვაში ჩაეშვა, დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა; დამატებით 200 ცხენი კიდევ დაგვიკვეთეს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და შემდეგ ეტაპზე უკვე ვიცით, რომ 1000 ცალი ერთეული იქნება საჭირო; საერთო ჯამში, ეს კომპანია ჩვენთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს.

რამდენიმე დღეში ისევ მივდივართ გამოფენაზე, სადაც მთავარი მიზანი ახალი პოტენციური მყიდველების გაცნობაა", - განაცხადა მარიკა გრიგოლიშვილმა.

მისივე ცნობით, სიახლეების პარალელურად 2022 წელს თან ბევრი გამოწვევა ახლდა, რომელიც ისევ ექსპორტის თანმდევ მოვლენებს უკავშირდებოდა.

„როცა გამოცდილება არ გაქვს, საკმაოდ რთულია ეს პროცესი; მთელი წელი ამ საქმეს მივუძღვენით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველაფერი ევროპული სტანდარტების დაცვით გაგვეკეთებინა", - ამბობს „კოკიტოს“ თანადამფუძნებელი.

ახალგაზრდა მეწარმე BM.GE-ს სამომავლო გეგმებზეც უყვება, რომელშიც საწარმოს ახალი დაზგა-დანადგარებით აღჭურვა და წარმადობის გაზრდა შედის, რომ კომპანიამ ქართულ ბაზარზე გაფართოებაც მოახერხოს.

ცნობისთვის: ადგილობრივ ბაზარზე „კოკიტოს“ სათამაშოები რამდენიმე სათამაშოების ქსელურ მარკეტში რეალიზდება და მისი საფასური 20-155 ლარს შორის მერყეობს; რაც შეეხება საექსპორტო საფასურს, ის საშუალოდ 45 ევროა.

საწარმო ამჟამად 10 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები