მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლეგებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში მედია ზეწოლის ქვეშაა - ევროკავშირის ელჩი

6433ffef09206
BM.GE
10.04.23 16:25
743
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მედია ზეწოლის ქვეშ არის. ამის შესახებ მან რეგიონული მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, ხოლო მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით ახლა, ომის დროს, როცა პროცესები დეზინფორმაციას, პროპაგანდას და ინფორმაციით მანიპულირებას ეფუძნება.

„მედიის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლებას, სადაც მიწევს სიტყვით გამოსვლა, ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერას და მიკროფონს ვხედავ. ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედია-გარემო.

თუმცა მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ არის. ეს არის მუდმივი ბრძოლა განსაკუთრებით მცირე მედიაორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე. იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება, რადგან თავისუფალი, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები