მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოლორ ჯგუფმა“ ზიპიანი შესაფუთი პაკეტების წარმოება დაიწყო

6341b3b41bcc9
ლიკა მეგუთნიშვილი
09.10.22 09:00
918
დივერსიფიცირებულმა პოლიგრაფიულმა საწარმო „კოლორ ჯგუფმა“ პირველად საქართველოში ზიპიანი შესაფუთი პაკეტების წარმოება დაიწყო.

როგორც „კოლორ ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერმა, მარიამ მუხიგულმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა, მსუბუქი და კომპაქტური „ზიპიანი პაკეტები“ ნებისმიერი კონსისტენციის პროდუქტის შესანახად გამოიყენება.

„ზიპიანი შესაფუთი პაკეტი მომხმარებლებიდან გამომდინარე მოთხოვნადი პროდუქტი იყო და დავიწყეთ ამის წარმოება. საქართველოში პირველები ვართ, ვინც ამის წარმოება დაიწყო. ეს შეფუთვა სხვადასხვა პროდუქტისთვის გამოიყენება, როგორც თხევადი, ისე მაგალითად, ბურღულეულისა თუ ძაღლის საკვებისთვისაც კი. ეს ძალიან მოსახერხებელია“ , - აცხადებს მარიამ მუხიგული.

როგორც „კოლორ ჯგუფში“ ამბობენ, ზიპიანი შესაფუთი პაკეტები პროდუქტის შიგთავსის შესანარჩუნებლად ჰერმეტულადაა დაცული, რაც საკვებ პროდუქტებს გარემოს ისეთი ზემოქმედებისგან იცავს, როგორიც შეიძლება იყოს ტენი, ტემპერატურა, მავნებლები და ასე შემდეგ. ამასთანავე, შეფუთვის ბარიერული ფენები პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს და მისი საკვები თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ინფორმაციისთვის, „კოლორ ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე უკვე 25 წელია ოპერირებს და მომხმარებელს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებასა და ისეთ პროდუქტებს სთავაზობს, როგორიცაა: ეტიკეტები, შეფუთვები, სარეკლამო და კომერციული პროდუქცია, ყუთები და კოლოფები, ასევე წიგნი და პრესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები