გამორჩეული შედეგები არის პოლიგრაფიის, ასევე ოფსეტური ბეჭდვის მიმართულებითაც. ქართული კომპანიების ნაწილი საკუთარი პროდუქციითა და სერვისებით უკვე არა მხოლოდ მზარდ ადგილობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებენ, არამედ, იწყებენ და ცალკეულ შემთხვევებშიც აწვდიან საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ჩვენს რეგიონს და მთლიანად მსოფლიოს. წარმოგიდგენთ, . საკუთარ მიმართულებებში ლიდერმა ამ კომპანიებმა, რამდენიმე ხნის წინ გააერთიანეს ძალები, მოიზიდეს ინვესტიციები, როგორც საკუთარი, ასევე სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, და სრულიად თანამედროვე მანქანა დანადგარების გარდა, ახერხებენ ახალი წარმოების აშენებასაც, რომელიც რამდენიმე თვეში გაეშვება.
სტუმრები:
სანდრო გახელაძე - ”ფავორიტი სტილი” ფინანსისტი & “კოლორ პაკი”, გენერალური დირექტორი;
ნუცა ქავთარაძე - “ფავორიტი სტილი” & “კოლორ პაკი”, მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი;
გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;