მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლუმბიამ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

5e71f14556675
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.20 22:18
658
კორონავირუსის პანდემიის გამო, კოლუმბიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა, ივან დუკემ იმ სპეციალურ ზომებზე განაცხადა, რაც სავალდებულო თვითიზოლაციას გულისხმობს 70 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფებისთვის. ამის შესახებ nasdaq.com-ი წერს.

პრეზიდენტმა ივან დუკემ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა დღეიდან გამოცხადდება.

„ჩვენი ხანდაზმულების დასაცავად, ვიძლევი რეკომენდაციას სავალდებულო თვითიზოლაციასთან დაკავშირებით. საგანგებო ზომები 31 მაისამდე იმოქმედებს“, განაცხადა დუკემ.

ამ დრომდე ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებულია 75 ადამიანი, მათი უმრავლესობა ევროპიდან ან აშშ-დან დაბრუნებული პირები არიან. კოლუმბიას ქვეყნაში ჩასული სტუმრებისთვის და საკუთრი მოსახლეობისთვისაც 14-დღიანი საკარანტინე პერიოდი აქვს. ქვეყანაში ამ ეტაპზე გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები