მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათის" დარღვევის ფაქტზე 59 მოქალაქე დააჯარიმეს

5ec4d10b09480
ინგა მურუსიძე
20.05.20 10:43
909
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 6 პირი დააჯარიმეს.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები