მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „ამბასადორი“ განცხადებას ავრცელებს

642705159b5b5
ალა ისპირიანი
31.03.23 20:00
7394
სასტუმრო „ამბასადორი“ შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო "ამბასადორი" თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება. მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია", - წერია განცახდებაში.

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი ლიკვიდირებულია - რას ამბობენ საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები