ზუგდიდის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში BM.GE-ს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ხოლო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
"სავარაუდოდ, აფეთქება ავტომობილზე მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ორი ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა", – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.




























