უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უხვი ნალექის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.
„უხვი ნალექის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია ორსანტიის, დარჩელის, კიროვის, ანაკლიის ნაწილის, ზედაეწერის, კორცხელის, ჯიხაშკარისა და კახათის (საშედანიოს უბანი) ადმინისტრაციულ ერთეულებში.
აღდგენით სამუშაოებზე "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფოტო: „ტვ პირველი“.




























