მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომერციული მედიაცია - გაჭიანურებული ბიზნეს-დავები სასამართლოში

BM.GE
03.06.19 14:42
1698
მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტის, Doing Business მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით.თუმცა ბიზნესისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება სასამართლო გზით ბიზნეს დავების გადაჭრა. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კი სისტემის მთავარ გამოწვევად მის გადატვირთულობას და ამის გამო,საქმეთა განხილვის გაჭიანურებას ასახელებენ.

2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც 4 მოსამართლისგან დაკომპლექტდა. ისინი განიხილავენ სანივთო სამართლებრივ, სამეწარმეო სამართლებრივ, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა დავის საგანი აღემატება 500 000 ლარს. ფაქტია სასამართლოს მაინც უჭირს დროსა და სივრცეში გაუმკლავდეს ბიზნეს დავების ეფექტურად გადაწყვეტას. ამიტომაც, აქტუალურია დავის ალტერნატიული გადაჭრის ისეთი საშუალებების განვითარება, როგორიცაა კომერციული მედიაცია.


სტუმარი: ანა ხურციძე - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები