მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციულ ბანკებს კანონმდებლობა უფლებას აძლევს, საეჭვო ტრანზაქცია შეაჩერონ - თურნავა

ნათია თურნავა სებ-ის ფონზე

კომერციულ ბანკებს კანონმდებლობა უფლებას აძლევს საეჭვო ტრანზაქცია შეაჩერონ, - ამის შესახებ „იმედის" ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, კომერციული ბანკები ვალდებულები არიან სებ-ის რეგულაციები დაიცვან, მაგრამ ამ უფლებებსაც მათ არავინ არ უზღუდავს.

„როგორც კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს თავისი განცხადება, იმის თქმით, რომ ისინი ასრულებენ საერთაშორისო სანქციებს, ასევე ჩემი ბრიფინგიც ამით დაიწყო, რომ ჩვენ ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს, ასე რომ ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს. 

რაც შეეხება კონკრეტული აღსრულების მექანიზმებს, როგორ იქნება ეს პრაქტიკაში ამაზე კომერციულ ბანკებთან ჩვენ ყოველთვის ჩამოვყალიბდებით. აქვე ვიტყვი, რომ მათ საკმაოდ დიდი დისკრედიტაცია აქვთ - ზოგადად ამ წესის გარდა არსებობს კანონმდებლობა, მათ შორის, კანონი კომერციული ბანკების შესახებ ვალდებულებას აკისრებს და უფლებასაც აძლევს, ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში ან საეჭვო კლიენტთან დაკავშირებული (მიუხედავად იმისა ეს სანქცირებულია თუ არა) ბანკს აქვს უფლებები, რომ შეაჩეროს ეს ტრანზაქცია და არ განახორციელოს, გააუქმოს ანგარიში და ა.შ.

ისინი ვალდებულები არიან სებ-ის რეგულაციები დაიცვან, მაგრამ ამ უფლებებსაც მათ არავინ არ უზღუდავს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 20 სექტემბერს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. 

მისი ბრიფინგი ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესს ეხებოდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქცირებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პირის მიმართ ძალაში შესულია კონკრეტული გამამტყუნებელი განაჩენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები