მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების სესხებმა 52.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში საბანკო სესხების მოცულობა 1.46 მილიარდი ლარით, ანუ 2.9%-ით გაიზარდა და მან 52.65 მილიარდ ლარს მიაღწია. მათ შორის ლარში გაცემული სესხების მოცულობა 933.50 მლნ ლარით (3.35%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 528.77 მლნ ლარით (2.27%-ით).

ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.26 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.79 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.87 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.48%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.06%-ით მეტი).

2023 წლის დეკემბრის განმავლობაში 2.22%-ით, ანუ 590.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 27.19 მლრდ ლარი შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები