მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1.5 მილიარდს მიაღწია - ზარალზე 5 ბანკია

ბანკები

საბანკო სექტორმა 6 თვე 1.467 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღო. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წლის ამავე პერიოდში წმინდა მოგება 1.25 მლრდ ლარი იყო. მხოლოდ ივნისში წმინდა მოგება 217 მლნ ლარი იყო.

იანვარ-ივნისში 17 ბანკს შორის ზარალზე 5 ბანკია. მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი სანქცირებული რუსული VTB-ს შვილობილ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ჰქონდა. 6 თვეში ბანკმა, რომელსაც 2022 წლიდან ოპერირება შეზღუდული აქვს, 8.6 მლნ ლარის წმინდა ზარალი მიიღო.

2024 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკები მოგება/ ზარალი

1. საქართველოს ბანკი 721.15 მლნ ლარი
2. თიბისი ბანკი 568.04 მლნ ლარი
3. ლიბერთი ბანკი 56.4 მლნ ლარი
4. ბაზის ბანკი 36.96 მლნ ლარი
5. კრედო ბანკი 24.08 მლნ ლარი
6. პროკრედიტ ბანკი 18.05 მლნ ლარი
7. ტერა ბანკი 16.14 მლნ ლარი
8. ბანკი ქართუ 15.98 მლნ ლარი
9. ხალიკ ბანკი 10.59 მლნ ლარი
10. იშ ბანკი 8.58 მლნ ლარი
11. პაშა ბანკი 3.15 მლნ ლარი
12. ზირაათ ბანკი 2.94 მლნ ლარი
13. პეივ ბანკი (- 0.204 მლნ) ლარი
14. პეისერა (-0.487 მლნ) ლარი
15. ჰეშ ბანკი (-1.62 მლნ) ლარი
16. სილქ ბანკი (-3.90 მლნ) ლარი
17. ვითიბი ბანკი ( -8.6 მლნ) ლარი

სექტორის მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს აღემატებოდა. აქტივების 77.8% ორ ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ (34.1 მლრდ ლარი) და „თიბისის“ (33.4 მლრდ ლარი) უჭირავს. მათი ჯამური წმინდა მოგება 1.289 მლრდ ლარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები