მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია “აქუალია” თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობს

64bf78028c195
BM.GE
21.07.23 16:43
582
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალმა მმართველმა კომპანია "აქუალიამ", მედიასთან პირველი შეხვედრა გამართა.

“საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორისა და მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის გამოცდილების თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სფეროში გადმოტანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყანის წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, ასევე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მდგრადობისა და მომხმარებელთა კმაყოფილებისთვის”, - ხოსე მიგელ სანტოსი, GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი.

“სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმართავთ სისტემას, რომლის ნებისმიერი პრობლემა მყისიერად ისახება უამრავ ადამიანზე. სწორედ ამიტომ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგობრივი ინვესტორის როლი თბილისის წყალმომარაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ზურაბ ალფაიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განვითარების დირექტორი.

GWP-ის ახალი მფლობელი წამყვანი ესპანური წყალმომარაგების კომპანია Aqualia 2023 წელს წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ის დღეს 43 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 18 ქვეყანაში ემსახურება.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები