მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია FINA წარმატებისა და სტაბილურობის მე-12 წელიწადს აღნიშნავს!

Fina
BM. GE
14.09.23 09:42
27

ქართული კომპანია FINA უკვე 12 წელია ქმნის ბიზნესის მართვისა და ფინანსური აღრიცხვის პროგრამებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებული მცირე, საშუალო და დიდი კომპანიებისთვის. ყოველწლიური დინამიკური განვითარების შედეგად, კომპანიამ შექმნა 12-ზე მეტი მიმართულების ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი არის ბუღალტრული, ვაჭრობის, კაფე-რესტორნისა და სასტუმროს ბიზნესის მართვის მიმართულებები.

წარმატების მისაღწევად ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. FINA სწორედ ამ კუთხითაა საიმედო პარტნიორი ბიზნესის ნებისმიერი მოცულობისა და სახეობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე არსებული კომპანიების მოთხოვნებიდან გამომდინარე, FINA-ს პროდუქტები მუდმივად ვითარდება. გასულ წლებში, FINA-ს გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. უამრავი სიახლე შესთავაზეს საკუთარ ერთგულ მომხმარებლებს, როგორც სტარტაპებს, ასევე საერთაშორისო კომპანიებს, რომლებმაც ბაზარზე არსებული კონკურენციის მიუხედავად, FINA-ს პროგრამაზე გააკეთეს არჩევანი.

FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდანაა და ამ დროის განმავლობაში არაერთ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. აღსანიშნავია მრავალფუნქციური ვაჭრობის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომი და სრულიად ადაპტირებულია ნებისმიერი სახის კომპანიისთვის ვაჭრობის მიმართულებით. პროგრამას როგორც აღწერების მობილური აპლიკაციის მხარდაჭერა, ასევე პროგრამისა და ვებგვერდის ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა აქვს.

FINA-ში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, მიმდინარე წელს საკმაოდ ნაყოფიერად აფასებენ. კომპანიის გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკუთარი აპლიკაციებისა და პლატფორმების გაუმჯობესებაზე, რომელიც ბიზნესს მჭიდროდ დააკავშირებს მომხმარებელთან. საბოლოოდ კი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ბიზნესის ნაწილს, ასევე მათ მომხმარებლებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ FINA მოწინავე კომპანიაა ბაზარზე არსებულ კონკურენტებს შორის, რომელიც გამოირჩევა პროგრამების ხელმისაწვდომი ღირებულებით ნებისმიერი ტიპის ბიზნესისათვის და ამასთანავე მაღალი ხარისხით, რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა. წლების მანძილზე კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბიზნესსაქმიანობისადმი. FINA-ს პროდუქტებმა 5000-ზე მეტ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა და წვლილი შეიტანა მათ სამომავლო განვითარებაში. კომპანიის მომხმარებლებს შორისაა WENDY’S, DUNKIN’, SUBWAY, ICI-PARIS, Voulez-Vous, MEAMA, ASSORTI, ეთნოგრაფი, წისქვილი, iStore, ილიაუნი, CASTELLO MARE, IOTA HOTEL და სხვა.

FINA-ს გუნდს მთავარ მოტივაციას და სტიმულს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი აძლევს. გასული წლების მსგავსად, კომპანიაში შემართება და იდეებისადმი ერთიანობა კვლავ მაღალ საფეხურზეა. FINA-ს პროგრამის მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება კი ისევ უახლოეს გეგმებშია, დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.fina.ge