მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "გალფი" საახალწლოდ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 1270 ოჯახს დაეხმარება

გალფი
27.12.24 11:08
562

კომპანია "გალფი" საახალწლოდ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 1270 ოჯახს დაეხმარება.

"გალფის" ქსელში ბავშვებისთვის - ტრადიციული, მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. კერძოდ, 14 იანვრის ჩათვლით, Gulf Club-ის ბარათით შეძენილი საწვავის თითოეული ლიტრიდან 10 თეთრი საქველმოქმედო ანგარიშზე ავტომატურად შეგროვდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე გადანაწილდება.

კამპანიისთვის შექმნილ სპეციალურ პლატფორმა csr.gulf.ge-ზე ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული. თანხა, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეგროვდება, იანვარში გადანაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები