წარმოება 13 წლიანი ისტორიით - მეტი პლუს ჯგუფის ამბებზე გიყვებით საქმიანი დილას ამ ნაწილში. კომპანიას პირველი ნაბიჯები მცირე წარმოებით და მოცულობებით აქვს დაწყებული, და სამომავლოდ უკვე რეგიონებშიც ფიქრობს წარმოებების გახსნას. ბაჩო რამიშვილის და მისი გუნდის უდავო უპირატესობაა წარმოების მობილურობა, რომელიც მეტი პლიუს ჯგუფს შესაბამისი დაკვეთიდან გამომდინარე საშუალებას აძლევს ადგილზე, სამშენებლო მოედანზევე გამართოს და ააწყოს წარმოებაც.